ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
"თეგეტა მოტორსის" სპეციალური აქცია განუბაჟებელი ავტომობილებისთვის
07/09/2012


პრესრელიზი

7 სექტემბერი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
დიანა ველენგურსკაია
მობ: 599 47 48 54

"თეგეტა მოტორსის" სპეციალური აქცია განუბაჟებელი ავტომობილებისთვის

6 სექტემბრიდან „თეგეტა მოტორსი" სპეციალურ აქციას იწყებს.  აქციის ფარგლებში ყველა მომხმარებელი, რომელიც განუბაჟებელი ავტომობილისთვის შეიძენს  შელ ჰელიქს ულტრას საავტომობილო ზეთს 4 ლიტრიანი  შეფუთვით, საჩუქრად მიიღებს ზეთის ფილტრს და 10%-იან ფასდაკლებას Shell Helix-ზე. აქცია მოქმედებს ზედიზედ 2-ჯერ შეცვლის დროს.

აქცია გრძელდება 30 სექტემბრამდე და ეხება მხოლოდ ფიზიკურ პირებს.  მომხმარებელი საჩუქარს მიიღებს აღნიშნული საავტომობილო ზეთის 4 ცალი 1 ლიტრიანი შეფუთვით  შეიძენის შემთხვევაშიც. აქცია  არ ვრცელდება ჩამოსასხმელ პროდუქტებზე.

აქციით სარგებლობისთვის საჭიროა მომხმარებელმა წარმოადგინოს:

  • პირადობის მოწმობა
  • საბაჟო დოკუმენტი
  • ავტომობილის ვინ კოდი

    მეორედ შეცვლისათვის აუცილებელია:
  • პირადობის მოწმობა (არ არის აუცილებელი იყოს იგივე მეპატრონე)
  • ავტომობილის ვინ კოდი (აუცილებელია ემთხვეოდეს პირველი შეცვლისას დაფიქსირებულ ვინ კოდს)

„შელი" მსოფლიო ბრენდია, მისი საცხებ-საპოხი მასალები გამოირჩევა განსაკუთრებული მწმენდავი თვისებით. აქტიური მწმენდავი ტექნოლოგიების (Active Cleansing Technologies) დახმარებით, ის ასუფთავებს და დიდი ხნის განმავლობაში იცავს ძრავს დაზიანებებისგან.  ზეთის გაშავება, ნორმალური მუშა პროცესია და საქმე არ გვაქვს უხარისხო ზეთთან. საწვავის წვის შედეგად ძრავში წარმოშობილ დაბინძურებას ზეთი იღებს თავის თავზე, ამიტომ დროთა განმავლობაში ხდება ზეთის გაშავება. ძრავის დაბინძურების მიხედვით ზეთის გაშავება ხდება სხვადასხვა დროის განმავლობაში. რაც უფრო მეტად დაბინძურებულია ძრავი მით უფრო მალე გაშავდება ხარისხიანი ზეთი.

„შელის" საცხებ საპოხი მასალები „თეგეტა მოტორსში" 2007 წლიდან იყიდება. დღეისათვის „თეგეტა მოტორსი"  ამ ბრენდის ექსკლუზიური დისტრიბუტორია საქართველოში.   შელის საცხებ-საპოხი მასალების პორტფელი მოიცავს ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა Shell Helix, Shell Rimula, Shell Rotella T, Shell Tellus, და სხვ. „შელი" ოფიციალურად რეკომენდებულია „ჰიუნდაის", „მერსედესის", „მაზდას", „ჰონდას", „კიას", „ფიატის", „მიცუბიშის", „რენოს" და სხვა ლიდერი მწარმოებლების მიერ. „შელი" ასევე Ferrari-ს უცვლელი პარტნიორია.

 

წაკითხულია: 2204